“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ. “- ემზარ კვიციანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ახალგაზრდა, 36 წლის მამაკაცი თბილისის ზღვაზე მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი ნოდარ ცხადაძე დეპუტატის თქმით ბექა კვიციანის მეგობარი იყო. ბექას ადგილმდებარეობის შესახებ კი ოჯახმა არაფერი იცის.
,, ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ , ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”, – აცხადებს ემზარ კვიციანი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეპუტატის ძმისშვილი, ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვის ნათლია და ახლო მეგობარი გახლდათ.