“ისტორია სავსეა ომებით რომლებიც ყველამ იცოდა, რომ არ მოხდებოდა. ასე მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო ყველასთვის, როდესაც ერთმორწმუნე ,,ძმამ” დაამსხვრია მორალური მართლმსაჯულების დაწერილი თუ დაუწერელი წეს-კანონები.
მე ამაყი ვარ ჩემი უკრაინული ფესვებით, უფრო ამაყი ვარ ჩემი უდიდესი წინაპრის ნიკიტა ბონდარენკოს გმირული საქციელით, როდესაც მეფის რუსეთის მცდელობა უკრაინელი ხალხის დენაციფიკაციისა, კრახით დასრულდა.
უკრაინელმა ერმა გარუსებას უარი უთხრა. ჩემმა დიდმა ხელოვანმა (ცნობილი პიანისტი იყო) პაპამ გარუსებას გაქართველება ამჯობინა და სწორედ ამ მიზნით აღმოჩნდა საქართველოში, შეირთო ქართველი ცოლი და საბოლოოდ შეასისხლხორცა ორი თავისუფლების მოყვარული ერის მებრძოლი სულები.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მსოფლიოს არაერთი ლიდერი, ცნობილი თუ უბრალო ადამიანი გამოვიდა მათ მხარდასაჭერად, ასი ათასობით ქართველის ყველაზე გულმხურვალე მხარდაჭერამ მთელი სამყარო აღაფრთოვანა, თუმცა ჩვენი მთავრობის სამარცხვინო ,,მე არ მეხებასა” და დუმილის პრინციპმა, სხვისკენ ხელის გაშვერამ, ეჭქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპული ღირებულებებისკენ.
ომი გინდათ?…. ამ ფრაზით ფეხქვეშ გათელეს ერის ზნეობრივი ღირებულებები, 1989წლის 9 აპრილის, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის ომში დაღუპული უამრავი ქართველი გმირის სახელები, ფეხქვეშ გათელებს იმ ვაჟკაცების სულები, რომელთაც თავი გასწირეს დღევანდელ ომში და ,წესიერი” საფლავების ღირსიც არ გახადეს.
მათ ავიწყდებათ ყველაზე მთავარი, არ არსებობს დროშა საკმაოდ გრძელი, რომ დაფაროს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის სირცხვილი.
მე ჩემი უკრაინა!
ისინი იბრძვიან მთელი სამყაროს თავისუფლებისთვის, საკაცობრიო ზნეობრივი იდეალებისთვის.”