ხარკოვის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ოსკოლის ფსიქონევროლოგიურ პანსიონს, რომელშიც 330 ადამიანი მკურნალობდა – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, 330-დან 50 მძიმე პაციენტია, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, ხოლო 10 ეტლით მოსარგებლეა.