პანკისში მოკლული ლექსო ჭოლიკაშვილის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს – 49 წლის კაცის საქმეზე დუისის პოლიციის უფროსი დუმს. შსს-ს მაღალჩინოსანი არაფერს ამბობს, რატომ კითხავენ სამართალდამცავები გარეშე პირებს და ართმევენ კუთვნილ ნივთებს.
მეტიც, რამდენიმე წუთის წინ, “პირველებს” სოფელში უთხრეს, რომ ლექსო ჭოლიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, გვერდითა სოფლიდან 41 წლის მამაკაცი განყოფილებაში მიიყვანეს და სასტიკად სცემეს. ადგილობრივების მონყოლის თანახმად, ამის შემდეგ კვირი ანუშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.
“მითხრა, მცემესო, მე საერთოდ არაფერი დამიშავებიაო. რაღაც მოხდა ქვევით და აქ მოვიდნენ და წამიყვანესო. კვირიას ჩემი ხელით ვუვლიდი, იქიდან მე თვითონ წამოვიყვანე. გარდაცვლილ დედას მაგინებდნენო. ეძებენ დაბალ ღობეს”- აცხადებს გაუჩინარებული კაცის ახლობელი.
“პირველების” კითხვაზე, მის ნათესავს ლექსო ჭოლიკაშვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ, თუ არა ქალი ამბობს, რომ “ეს საქართველოა”.
ცნობისთვის, ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ლექსო ჭოლიკაშვილს პოლიციელების კუთვნილი “პიკაპით” დაეჯახნენ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოჯახმა ჩანაწერები ნახა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყებაში ამბობენ, რომ “ამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება”.
წყარო: tvpirveli.ge










