ხანძრის შედეგად პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 17 წლის ბიჭი იმყოფებოდა, რომელმაც სახის არეში დამწვრობა მიიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა ერთსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
წინასწარი ვერსიით ხანძრის გაჩენა, სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.