15-მდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს – ბიზნესსექტორი, კომენდანტის საათის გაუქმებას, ტურისტული სეზონისთვის მზადების დაწყებას და ვაქცინაციის დაჩქარებას მოითხოვს.
ისინი ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლაზე იმუშავებს.
მათი თქმით 200 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური და სარესტორნე ბიზნესზე დაახლოებით ობიექტების 60% აღარ არსებობს.
მათი მთავარი მოთხოვნებია : გაუქმდეს კომენდანტის საათი , დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი და გაიხსნას გზა ტურისტებისათვის
ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.