პაკისტანის ქალაქ რავალპინდის სასამართლომ 26 წლის ქალს, ანიკა ატიკს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
მამაკაცი, რომ საჩივრის საფუძველზეც ანიკა ატიკი გაასამართლეს, ქალმა 2019 წელს ინტერნეტით გაიცნო. პაკისტანელი კაცის განცხადებით, ანიკა ატიკი მას წინასწარმეტყველებზე ღვთის მგმობ კარიკატურებს უგზავნიდა.
სასამართლოში ქალმა თავს მართლმორწმუნე მუსლიმი უწოდა და განაცხადა, რომ კაცმა ის განგებ ჩართო რელიგიურ დისკუსიაში, რათა შური ეძია იმისათვის, რომ ანიკას მასთან ურთიერთობა არ სურდა.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ ახალგაზრდა ქალი დამნაშავედ ცნო.