ტელეკომპანია “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ირინა ლომსაძე წერს, რომ ლექსო მსხვერპლია და განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ამაზე ყველა უნდა შეთანხმდეს.
გარდაცვლილის მეუღელე საოგადოებას კორექტულობისკენ მოუწოდებს, უპირველეს ყოვლისა მათი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანის ფორმების გამო ირინა ლომსაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.
“ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომოსთვის. სამწუხაროდ დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშმა, ამ ქვეყანაში ჯერჯერობით უნდა იცხოვროს ! რა პოზიციაც არ უნდა გეკავოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი! უკვე ცხადია იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე… ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომერეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო. ოჯახს, ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მე ვერ დავარქმევ სახელს ! არ ვიცი… მეტად უფრო არაპროფესიონალიზმია პირველ რიგში…
თუმცა სხვა საკითხებიც არსებობს და ამაზე ამ წუთებში არ შემიძლია საუბარი. რა შედეგიც არ დაიდება საბოლოოდ… ეს არ მოხდებოდა! არაააა !!! იურიდიულად ატრიალეთ როგორც გინდათ …არ მოხდებოდა რომ დაგეცვათ !” – წერს გარდაცვილი ოპერატორის მეუღლე.