“ვეძებთ ბიჭს რომელიც დაიბადა 1985 წლის 7 მაისს,ქუთაისის 1 სამშობიაროში დედას ყავდა 3 შვილი ჯანმრთელი,მეოთხე ბავშვი დაიბადა ბიჭი შავი ხვეული თმით.
იტირა,როდესაც ბავშვი გაიყვანეს და დედას დააშორეს მეორე დილით დედამ ბავშვის ნახვა მოითხოვა და უთხრეს დილით გარდაიცვალაო.
როგორც ყველას უთხრეს ფილტვი არ გაიხსნაო,მიცვალებულიც არ გაგვატანეს.30 მანეთი გამოგვართვეს და გვითხრეს ჩვენ დავასაფლავებთო.არც გვანახეს.
ყოველთვის გვქონდა ეჭვი რომ ბავშვი მოიპარეს ვცდილობდით მოძებნას მაგრამ უშედეგოდ.ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ცოცხალია.იქნებ ეხლა მაინც შეაწუხოთ სინდისმა და გაუმხილონ მოპარულ სხვის შვილებს სიმართლე. ღმერთმა ყველას მისცეს დანაშაულის აღიარებს ძალა. ვდებთ მამის და დის სურათებს იქნებ ვინმეს ქონდეს რაღაც ინფორმაცია. ჩვენ ველოდებით ჩვენს ძმას.”
წერს ფეისბუქ მომხმარებელი .









