ოჯახის წევრები 14 წლის ლუკა კოპალიანს ეძებენ. მოზარდი რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან (ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა)გაუჩინარდა. ლუკა აუტისტური სპექტრის მქონეა. აცვია სამხედრო ჟილეტი, კრემისფერი პულოვერი, სპორტული შარვალი და ოთახის ჩუსტები. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ცნობა მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნომერზე: 555 68 08 70 დედა (ქეთი თიკანაშვილი).
“ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა” – ირაკლი კუპრაძე
ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ შეეზღუდება უვიზო მიმოსვლა კონკრეტულ დამნაშავე პოლიტიკურ სახეებს, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის...










