რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით,წელს ოქტომბერში გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ნიორი, კივი და ლიმონი.
- ნიორი – 68.7%
- კივი – 51.7%
- ლიმონი – 30.8%
- ფორთოხალი – 27.6%
- მანდარინი – 26.2%
- ბრინჯი – 23.8%
- პომიდორი – 17.4 %
- ლუდი – 11.4%
- ყავა დაფქული 11%
- ქიშმიში – 8.7%










