გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი შემცირდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 074 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღის ჭრილში ფასი შემცირებულია 2.8%-ით, გასული თვის განმავლობაში კლებამ 2.32% შეადგინა, წლიურად კი ოქროს ფასები 63%-იან გაძვირებას აჩვენებს.
ძვირფას ლითონზე ფასების კლება აისახა საქართველოს ბაზარზეც. კერძოდ, ერთი დღის ჭრილში ფასები 11 ლარით არის შემცირებული.









