გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი გაიზარდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 219 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღის ჭრილში ფასი გაზრდილია 1.51%-ით, ბოლო ერთ თვეში ფასის მატებამ 3.84% შეადგინა, წლიურად კი ოქროს ფასები 57%-იან გაძვირებას აჩვენებს.
ძვირფას ლითონზე ფასების მატება აისახა საქართველოს ბაზარზეც. კერძოდ, ერთი დღის ჭრილში ფასები 3 ლარით არის გაზრდილი.










