მსოფლიო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი ისევ იზრდება. ბიზნესპრესნიუსი აქვეყნებს Gold price-ს მონაცემებს, რომლის თანახმად, თბილისის დროით 12:30 საათზე ერთი უნცია 5 006 დოლარი ღირს. ამასთან, 76.84 დოლარი ღირს უნცია ვერცხლი.
ამასთან, Gold price-ს ანალიტიკით, ოქრო ერთთვიან ჭრილში 7.76%-იან ზრდას, ვერცხლი კი 18.15%-იან კლებას აჩვენებს.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 405 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 900-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.62 ლარად არის შესაძლებელი










