მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 134 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.50%-ით გაზრდილი ფასია. 0.80%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 50.75 დოლარი ღირს.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 366 ლარი ღირს, 750-სინჯიანი – 274 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 215 ლარია.
რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 3.66 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის – 4.57 ლარი.










