ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მატრონას ხატს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, შემომწირველები აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ.
საპატრიარქო: „მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“
როგორც მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, „ორი წელია ხატს უყურებს და მასზე სტალინის გამოსახულება არ შეუმჩნევია“.
„მე, მაგალითად, ორი წელია ამ ხატს ვუყურებ და საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო, რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოიხატება, თუ არ იცი თვითონ ცხოვრება, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა.
სტალინის ისტორია, რომ სტალინი მატრონასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია.
ის, რაც ამას მოჰყვა არის ნამდვილი ვანდალიზმი, ეს არ შეიძლება. ეს არ არის საუბრის, ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და ვიღაცას გაეპარა, ამაში არაფერია ისეთი სასკანდალო და საჩხუბარი.
შემომწირველები წაიღებენ. იმხელა ხატს უცებ ხელს ხომ ვერ მოჰკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. წაიღებენ აუცილებლად და გადაწერენ“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
„საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – ირმა ინაშვილი
ცნობისათვის, საპატრიარქო წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართავს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.










