,,ორი თვის შემდეგ სულ სხვა ქალაქს მივიღებთ” – ეს განცხადება ქუთაისის მერმა გზის ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებისას გააკეთა.
,,უკვე რეაბილიტირდა იაშვილის, თბილისის,ბარათაშვილის,დუმბაძის, კიკნაძის, ნიკეას პირველი შესახვევი, ვაჟა ფშაველა, გელათის 1-3 შესახვევები, ასათიანზე სამუშაოების ბოლო ფაზა მიმდინარეობს. სრულდება რუსთაველი. ამ ქუჩაზე 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. უკვე განახლდა სამუშაოები ტაბიძეზე, აქ მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც და შედეგად ლორთქიფანიძის ქუჩის პრობლემა მოიხსნება. სამუშაოები მიმდინარეობს ტყიბულის, ვარლამიშვილის და ლეონტოვის ქუჩებზე. ლერმონტოვი 500 000 ლარია გამოყოფილი. სექტემბერში ასევე დაიწყება აღმაშენებლისა და წერეთლის რეაბილიტაცია. გარემონტდება სპორტ დარბაზი, რისთვისაც 1 300 000 ლარია გამოყოფილი.” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერი, მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებოდა.