ხმაური იყო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნ 9 კანდიდატზე მსჯელობდნენ.
სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა, ოპოზიციამ პროცესი შეჩერება მოითხოვა, რასაც კამათი მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ჯგუფში მუშაობაზე უარი განაცხადეს და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მათი მოთხოვნაა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, რეფორმის დასრულებამდე დანიშვნის პროცესი შეჩერდეს.
ოპოზიციცია ხელისუფლებას შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაში ადანაშაულებს.










