ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შემდეგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“.
გუშინ, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მის კოლეგებთან ერთად საქართველოში მოემგზავრებოდა. როგორც იუკნევიჩიანე განმარტავს, ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
„გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან”, – წერს იუკნევიჩიენე.