ოპოზიცია სააკრებულოს სხდომებს დაუბრუნდა. ამის მიზეზად მათ 2020 წლის ბიუჯეტირების პროცეში აქტიური ჩართულობა დაასახელეს.
„ჩვენ თვალყური უნდა მივადევნოთ იმას რომ მოსახლეობის პრობლემები მაქსიმალურად აისახოს ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება თვით კმაყოფილების და თვით შექების რეჟიმში იმუშაოს“ – განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
თითქმის ორი თვის განმავლობაში ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდნენ. ისინი გიორგი გახრიასგან 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებას და მის გადადგომას ითხოვდნენ.