„ცუდია როცა ამომრჩეველს მათი ხმა არ ესმის „-ასე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ ოპოზიციის მიერ საკრებულოს სხდომებისათვის გამოცხადებული ბოიკოტი შეაფასა. მისი განმარტებით ოპოზიცია ამით პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს და არც საკრებულოს როგორც საკონონმდებლო სტრუქტურის ინსტიტუტს.
ოპოზიციამ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ ისე „ევროპული საქართველო“-ს დეპუტატებმა 20 ივნისის შემდეგ საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი განმარტებით ისინი მანამ არ დაესწრებიან სხდომებს სანამ მთავრომა მოსახლეობის მოთხოვნას არ შეასრულებს და არ გადააყენებს გახარიას.