ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება, ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალო ხარჯების ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. ირკვევა რომ სახელმწიფო თავის თავზე მხოლოდ 25 000 ლარის ოდენობით აირებს მკურნალობის ხარჯებს, დანარჩენი პაციენტების დასაფარია. ეს კი ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ონკოპაციენტებს სულ რამდენიმე კვირა ეყოფათ.
ხელისუფლების განცხადებამ რომ ონკოპაციენტებს დაეხმარება და ბიუჯეტში ლიმიტირებულად ჩადებულმა მუხლა ურთულესი პრობლემები შეუქმნა ევროპაში სამკურნალოდ წასულ მიგრანტებს. მათ ახლა სამშობლოში ადეპორტებენ, სადაც ხელისუფლება მათი ჯანმრთელობის გადასარჩენად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით აპირებს ფულის ხარჯვას. ონკოპაციენტები საპროტესტო აქციას აანონსებენ, კვირას, 4 თებერვალს, 2 საათზე, პარლამენტის წინ.
დღეს პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ენმ-ის საკრებულოს დეპუტატს, სოფო ჯაფარიძეს შეხვდნენ.










