აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ონისეს ძმა, სანდრო ცხადაძე ავრცელებს.
“ჩემი მამიკო აღარაა”, – წერს სანდრო ცხადაძე.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.