გოგი წულაია მიტოვებულ შენობებთან ბრიფინგების სერიას აგრძელებს. ამჯერად პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ბრიფინგი კიკნაძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობასთან გამართა. აღნიშნული შენობა 2013 წელს დაიწვა და მას შემდეგ უფუნქციო და მიტოვებულია.
შენობა მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უკვე დაშლის პირასაა. როგორც მოქალაქეები მეგატივთან საუბარში აცხადებენ , აღნიშნული ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდეთ და საპირფარეშოდაა გადაქცეული.
ქუთაისის მერიაში 2019 წლის თებერვალში განაცხადეს, რომ აღნიშნულ შენობას დაანგრევდნენ. თუმცა როგორც ხედავთ შენობა ისევ მყარად დგას.