უკრაინაში რუსეთის საომარი ქმედებები გრძელდება.
ბოლო ინფორმაციით, მარიუპოლის დაბომბვას უკრაინის წყალბურთის ნაკრების კაპიტანი ევჰეენი ობედინსკი ემსხვერპლა. ევჰეენი 39 წლის, სამი შვილის მამა იყო..
უკანასკნელ 1 თვეში ორი უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა. კიევის დაცვისას, 27 წლის მორაგბე ვოლოდიმირ სტელმახი გარდაიცვალა. უკრაინის კიდევ ერთი დიდი დანაკარგი კი კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ კაგალი გახლავთ, რომელიც მარიუპოლისთვის ბრძოლას შეეწირა.
ასევე, 27 მარტს რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტები, მსოფლიო კრივის ვარსკვლავის, WBA, WBO, IBF, IBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის, ოლეკსანდრ უსიკის ბინაში დასახლდნენ. ინფორმაციას უსიკის მეუღლე, ეკატერინა უსიკი ავრცელებს და მეზობელთან მიმოწერის სურათსაც აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ე.წ. კადიროველების დაჯგუფების წევრები შევიდნენ, გარშემო კი რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკაა განლაგებული.










