უკრაინაში მის მეასე დღეა.
“სევეროდონეცკში ვითარება რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება”, – ამის შესახებ ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელი აცხადებს.
მისი თქმით, არსებობს შანსი, მალე ქალაქი სრულად გათავისუფლდეს.
რუსულმა ჯარებმა საარტილერიო დარტყმები განახორციელეს დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ზელენო დოლსკზე, დაშავებულია ორი ბავშვი და მათი დედა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, შეწყვეტილია ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება.
ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ ბერდიანსკში, ზაპოროჟიის ოლქის პორტთან.
რთული ვითარებაა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში. განადგურებულია საცხოვრებელი სახლების 60%, ადგილზე არ არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, სატელეფონო კომუნიკაციები და ინტერნეტი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ჩერნიჰივის ოლქის სასაზღვრო სოფელები.
2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ხერსონის ოლქში, მასობრივი დაბომბვის შედეგად.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, არსებობს უკრაინაზე ბელარუსის მხრიდან საჰაერო თავდასხმების საფრთხე.