ოკუპანტებმა დღეს დილით ხერსონის ცენტრს ისევ დაარტყეს. სარაკეტო იერიში რუსებმა ისევ სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 2 ადამიანი.
გადაუდებელი და კატასტროფის მედიცინის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ჭურვი იმ ადგილას მოხვდა, სადაც სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია განთავსებული.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი გუშინაც დაბომბეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა .დაღუპულებს შორისაა 8 წლის ბავშვი.