ხერსონის რაიონის, სოფელ გავრილოვკაში რუსებმა პურის საყიდლად მაღაზიაში მიმავალი მოზარდების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვნები უბრალოდ ქუჩაში დადიოდნენ და ტელეფონზე საუბრობდნენ, როდესაც რუსმა სამხედროებმა ამ დროს გამაფრთხილებელი ნიშნით გაისროლეს.
როდესაც ბავშვებმა სირბილი დაიწყეს, დამპყრობლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ერთი ბავშვი დაშავდა, ერთი კი მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.










