LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ოკუპანტები ტრაბახობენ ასეთი „გმირობებით“-რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პროკურატურა

დაპოსტა 2022/03/26-ში
1.1k
ნახვა
გაზიარება

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ დასახლებებში ათეულობით თუ არა ასობით გაუპატიურების შემთხვევა მოხდა და რიგ შემთხვევებში ეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოსმენილი დამპყრობლების საუბრებით დასტურდება.

„ერთ-ერთ საუბარში ოკუპანტი აღიარებს, რომ მან გააუპატიურა უკრაინელი ქალი. რატომ არ გვაქვს წერილობით დადასტურებული ფაქტები? იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი, პირველ რიგში, მობილურ კავშირს თიშავენ და ხალხი დარეკვას ვერ ახერხებს. მეორეც, ადამიანები ძალიან შეშინებულები არიან. რეალურად, ისინი ოკუპანტების სრულ განკარგულებაში არიან, ოკუპანტები კი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან, უბრალოდ ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს” – განაცხადა გერაშჩენკომ რადიო „თავისუფლების” ეთერში.

„ჩვენი სპეცსამსახურის მუშაკების მიერ მოსმენილ საუბრებში ოკუპანტები ტრაბახობენ ასეთი „გმირობებით“. ისინი დაუსჯელად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება”, – განაცხადა ამ კვირაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კატერინა პავლიჩენკომ.

რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ამ ამაზრზენი დანაშაულების მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მათ მიერ გაუპატიურებული, ამჟამად პოლონეთში ლტოლვილებად მყოფი უკრაინელი ქალებისთვის ორსულობის შეწყვეტის უფლება მიცემისთვის პოლონელი დეპუტატები უკრაინიდან ლტოლვილთა დახმარების შესახებ სპეციალურ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

პოლონელი მემარცხენე დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილების პროექტით, პროკურატურას დანაშაულთან დაკავშირებით აბორტზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 7 დღე ექნება.

დეპუტატმა ანიტა აგნეშკა კუხარსკა-ძეჯიჩმა გუშინ, პარასკევს, სეიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის პროკურატურამ უკვე დაიწყო დევნა „ომის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი დანაშაულის, გაუპატიურების” ბრალდებით. ამ დანაშაულის მსხვერპლნი, რუსი ჯარისკაცებისგან ძალადობაგანცდილი ქალები, პოლონეთშიც ხვდებიან, ისინი ჩამოდიან ჩვენთან როგორც სამხედრო ლტოვლილები”.

„იყო გაუპატიურება, რომელსაც, შესაძლოა, ორსულობა მოჰყვა. მათ რომ არ დასჭირვებოდათ უკრაინიდან გაქცევა, უკრაინული საავადმყოფოები რომ არ დაებომბათ, უკრაინაში იპოვნიდნენ დახმარებას. სამწუხაროდ, უკრაინული საავადმყოფოები იბომბება და უკრაინელი ქალები მოდიან ჩვენთან, პოლონეთში. ჩვენ გვინდა მათთვის ასეთ მძიმე, დამამცირებელ და ტრაგიკულ ვითარებაში, მათ რეალური დახმარება გავუწიოთ”, – აღნიშნა მემარცხენეების მიერ სპეციალურ კანონში შესწორების პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

ყველა გაუპატიურებული უკრაინელი ქალი, რომელიც პოლონეთში მოხვდა, არის როგორც ომის დანაშაულების, ასევე გაუპატიურების მსხვერპლი. გაუპატიურებული ქალი ყოველდღიურად განიცდის ტრამვულ სტრესს, ტკივილებს, რომელიც თანდათანობით ძლიერდება,  პოლონეთის პროკურატურას კი კანონით არ აქვს განსაზღვრული ორსულობის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მისაღები დრო. ჩვენ ვთვლით, რომ პროკურორისთვის შვიდი დღე საკმარისია გაუპატიურების გამო ორსულობის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მისაღებად, – დასძინა კუხარსკა-ძეჯიჩმა.

მემარცხენე დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს ჯანდაცვის მინისტრისგან უზრუნველყოს, რომ ყველა პოლონელ ან უკრაინელ ქალს, რომელიც გააუპატიურეს და დაორსულდა, შეეძლოს ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ საჯარო საავადმყოფოში. მათი თქმით, გაუპატიურებულ ქალებს არ უნდა სჭირდებოდეთ ჟეშოვიდან შჩეცინამდე, ლუბლინიდან ზიელონა გორამდე გამგზავრება და უნდა შეეძლოთ ორსულობის შეწყვეტა საცხოვრებელთან რაც შეიძლება ახლოს.

თეგები: გაუპატიურებაომიპოლონეთიუკრაინა
გაზიარება426

დაკავშირებული -პოსტები

“ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ „ქოცებო“, ამბის მომტანი მაინც რომ გვყავდეს” – ნიკა გვარამია გელა ხასაიას დაკავებაზე

სექტემბერი 30, 2025
34
მთავარი

კოალიციის ოთხივე ლიდერი ციხეში ვართ, ჩვენი საბა (სხვიტარიძე) მთლად წამების მსხვერპლია და ისიც ზის. ახლა გელა ხასაიაც. კი არ გვეზარება ან გვეშინია, მაგრამ ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, „ქოცებო“, რა ვიცი, ამბის მომტანი...

დაწვრილებითDetails

როგორი ოქტომბერი ელის ზოდიაქოს ნიშნებს – ვის გაუმართლებს

სექტემბერი 30, 2025
20
მთავარი

ვერძი ♈️ ვერძისთვის ოქტომბერი სავსე იქნება მოვლენებით როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სახის. თვის დასაწყისშივე მოგიწევთ ძალისხმევის მობილიზება, მაგრამ ოქტომბრის პირველი დეკადის ბოლოს თავს საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ და პარტნიორულ კავშირში გარკვეული...

დაწვრილებითDetails

ოქტომბრის ბოლო ზოდიაქოს ხუთ ნიშანს ფინანსურ წარმატებას ჰპირდება

სექტემბერი 30, 2025
82
მთავარი

თვის ბოლოს ფინანსური წარმატება რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანს განსაკუთრებულ სიურპრიზებს ჰპირდება. ♈ ვერძი: მოსალოდნელია ახალი პროექტის ან თანამშრომლობის შემოსავალი, განსაკუთრებით რისკიანი შეთავაზებებისგან.   ♉ კურო: მიიღებენ მოულოდნელ სარგებელს წარსული ინვესტიციებიდან ან სამუშაოსგან; რეკომენდებულია...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა შეეფარდათ

სექტემბერი 30, 2025
268
მთავარი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი....

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ უმართლებთ ცხოვრებაში და რატომ

სექტემბერი 30, 2025
15
მთავარი

ქვემოთ ჩამონათვალში წარმოდგენილია სწორედ ასეთი ზოდიაქოს ნიშნები. სასწორი ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად არ უმართლებთ. სასწორები შეუპოვარი და შრომისმოყვარენი არიან, თუმცა ეს თვისებებიც არ აძლევთ მიზნის მიღწევის საშუალებას. მათ შეუძლიათ წლობით...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

სექტემბერი 30, 2025
76
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები”- გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

სექტემბერი 30, 2025
26
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 30 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 2 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის...

დაწვრილებითDetails

“დღეს არსებობს შიში, რომ უკანასკნელი ოპოზიციური არხების გაჩუმება მოხდება” – სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე

სექტემბერი 30, 2025
21
მთავარი

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ბრძოლას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დეზინფორმაციის კამპანიებისა და ტექნოლოგიური საშუალებების წინააღმდეგ ინფორმაცია მუშაობს. ასევე, მუშაობს...

დაწვრილებითDetails

1 ოქტომბრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

სექტემბერი 30, 2025
11
მთავარი

1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს – აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი...

დაწვრილებითDetails

ბუნება და კომფორტი ერთად – „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო

სექტემბერი 30, 2025
13
მთავარი

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ორი ახალი, სრულად აღჭურვილი საპიკნიკე და მოსასვენებელი ზონა მოეწყო. სივრცე ბუნებასთან სიახლოვესა და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად დატკბნენ გარემოს სილამაზით და გათავისუფლდნენ ყოველდღიური...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».