„მიუხედავად იმისა რომ ვიზიტორთა მიღება შეჩერებული იყო, მუშაობა არ გაგვიჩერებია და მრავალი სიახლეებით ვხვდებით ვიზიტორებს, მაგალითად ოკაცეს კანიონზე 700 მეტრიანი ზიპლაინით სარგებლობას შეძლებენ , გამოცდიან თავის შესაძლებლობებს ფრენაში . სათაფლიაზე მოეწყო ახალი ბილიკი , მიმდინარეობს განათების რეკონსტრუქცია. ასევე სათაფლიაზევე მოეწყობა პირველად საქართველოში ტყის განათება , ანუ საღამოობით მოგზაურები უკვე შეძლებენ ნახონ ზღაპრული სათაფლია. უახლოეს მომავალში წყალტუბოში ვგეგმავთ გავხსნათ ახალი და პირველი საქართველოში და მე მგონი ევროპაშიც , ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში, ღვინის სადეგუსტაციო მღვიმე თეთრა მღვიმე , რომელიც ასე პოპულარული იყო 90-იან წლებში და შემდეგ უკვე აღარ ფუნქციონირებდა . ასევე ივლისის ბოლოსკენ გაიხსნება პირველი საერთაშორისო ინვესტიციით განხორციელებული პროექტი წალკის კანიონში . „-დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი
ფქვილის ფასებია გაქცეული ძალიან, 60 ლარი ღირს ერთი ტომარა – სად და რამდენით გაძვირდა პური
ერთ კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში პურის ერთ-ერთი ასორტიმენტის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 530 გრამიანი პროდუქტი 1.20 ლარის ნაცვლად, 1.30 ლარი გახდა, ხოლო 410 გრამიანი 1 ლარიდან 1.10 ლარამდე გაძვირდა. როგორც...