სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაიამ ცალი თვალიდან მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას დალავებულის ადვოკატი უდასტურებს.
ოჯახის ინფორმაციით აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი შეესხა, რამაც სავარაუდოდ მხედველობის გაუარესება გამოიწვია.
კონსტანტინე კოკაია სამართალდამცავებმა 9 ოქტომბერს დააკავეს. მას 9 წლიანი მუხლით ასამართლებენ.