ნამდვილად ისტორიული დღეა, რადგან უკრაინამ იგრძნო ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უკრაინამ იგრძნო ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის მიმართ მხარდაჭერა. იტალია, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია ჩვენთან არიან. ოთხივე ქვეყნის ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის კანდიდატობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროპელი ლიდერების განცხადება, რომ ომის დასასრული და მშვიდობა უნდა იყოს ისეთი, როგორსაც მას უკრაინელი ხალხი ხედავს.
“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ლიდერებისგან კიდევ ერთი ფუნდამენტური რამის მოსმენა – ისინი თანხმდებიან, რომ ომის დასრულება და მშვიდობა უკრაინისთვის ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორსაც უკრაინა ხედავს, როგორსაც ჩვენი ხალხი ხედავს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე არ იქნება გარანტირებული უკრაინის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა.










