ოზურგეთის მერის წარმომადგენელს მელექედურის ტერიტორიულ ორგანოში, საკუთარი კაბინეტიდან ტელევიზორი მოპარეს. ადგილზე ამ დროისათვის პოლიცია იმყოფება და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ და როგორ მოიპარა კაბინეტიდან ტელევიზორი. თავად გამგებელს, გაგა ცხომელიძეს მომხდარზე საუბარი არ სურს.
წყარო:mtavari.tv