ოზურგეთის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ “დრონები” შეიძინა და ადგილობრივი მოსახლეობის მცდელობებს, ცვლილებები შეიტანონ თავიანთ საცხოვრებელ სახლებსა და კარმიდამოში, ჯარიმებით აღკვეთს, – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “გურიის მოამბე” ავრცელებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჯარიმების ოდენობამ, მსგავსი მცირე სამშენებლო სამუშაოების გამო უკვე მილიონ ლარს გადააჭარბა.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ მოსახლეობამ არ იცის, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოებს მერიისგან სპეციალური ნებართვა სჭირდება. მერიამ და მუნიციპალურმა საკრებულომ ინსპექციას ისე მიანიჭეს უფლებამოსილება, რომ მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა არ მომხდარა.