ოზურგეთელმა ახალგაზრდამ საზღვარგარეთ თავი მოიკლა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს.
“მერამდენე? არ ვიცი, დღეს კიდევ ერთმა ახალგაზრდა გოგომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ყველანი ვთანხმდებით, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ რაში ვხედავთ გამოსავალს? რატომ ვერ ვუმკლავდებით პრობლემებს? რატომ ვერ ვახერხებთ ისევ წამოვდგეთ, როცა ვეცემით? ასე მარტივად რატომ ვთმობთ სიცოცხლეს? რამ დაგვიკარგა იმედი და სურვილი ვიცოცხლოთ? სწორედ ესაა მთავარი, არჩევანი გააკეთო ვიცხოვროსა და ვიცოცხლოს შორის. იცით, რას ვერ გავუძელით? საზოგადოების გულგრილობას, უპასუხისმგებლობას, უთანაგრძნობობას… უსიყვარულობა გვკლავს ხალხო!!! გვიყვარდეს ერთმანეთი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ცხოვრების მთავარი გაკვეთილი გავაცდინეთ, სადაც სიყვარულის არსი აგვიხსნეს;, _ წერს ის თავის ფეისბუკზე.
როგორც გურია ნიუსთან საუბრისას პოსტის ავტორმა განაცხადა, ეს არის ნამდვილი ამბავია, ახლახან გაიგეს, თუმცა, ამჯერად თავს იკავებს, რადგან ჯერ ოჯახმა არ იცის.