ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, მეცნიერ-გენეტიკოსი ბილი სალივანი ახალ წიგნში Pleased to Meet Me: Genes, Germs and the Curious Forces that Make Us Who We Are ამტკიცებს, რომ ლეგენდარული მუსიკოსი ,ჯგუფ Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი “გენეტიკური მუტანტია”. 2010 წელს ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Gnome, მუსიკოსის დნმ გამოიკვლია , რათა დაედგინა რატომ არის ოზბორნი ცოცხალი დიდი ოდენობით ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მიუხედავად. მეცნიერი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გენეტიკური მუტაცია დაეხმარა. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ოზიმ 2019 წლის ტურნე გადადო. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ რომ კონცერტები 2020 წლის თებერვლიდან განახლდება. ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია, ჯგუფი 1968 წელს ბირმინგემში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად Black Sabbath არსებობდა ჯგუფის „Earth“ სახით, რომელიც ბლუზ-როკს უკრავდა. მაგრამ დროთა განმავლობაში კოლექტივის ტექსტებს ოკულტური ტექსტების გავლენა დაეტყო, ხოლო გიტარებმა შესამჩნევი უხეში ჟღერადობა შეიძინეს. Black Sabbath-ად გარდაქმნილი შემადგენლობა 1970-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეისათვის იგი ითვლება მძიმე მეტალის ერთ-ერთ დამაარსებლად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1979 წლიდან ოზი ოსბორნი წასული იყო Black Sabbath-ის შემადგენლობიდან. იგი შეცვალა რონი ჯეიმზ დიომ, ჯგუფ “Rainbow” ვოკალისტმა. წლების განმავლობაში მთავარ ვოკალებს ასევე ასრულებდნენ იენ გილანი, გლენ ჰიუზი და ტონი მარტინი. 1997 წელს კვლავ შეიკრიბა ორიგინალური შემადგენლობა (ოსბორნთან ერთად) და ტურნეს შემდეგ გამოსცა საკონცერტო ალბომი Reunion, ხოლო მასში შეტანილი „Iron Man“, რომელიც პირველად ალბომზე Paranoid გამოჩნდა, გახდა „გრემის“ მფლობელი.
პუტინი, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისას ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს და ასევე, მოითხოვს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვას
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ხუთ რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი...