მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ცოლ-ქმარი.
წყვილი ავტომობილით მდინარე ნენსკრაში გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები უკვე ამოასვენეს.
“მეგა ნიუსის” ინფორმაციით დაღუპულები არიან მზეო უმფრიანი და ლევან ასათიანი. გარდაცვლილებს ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
„უდროოდ შეწყვეტილი ბედნიერი სულები და ობლად დარჩენილი ოთხი პატარა“;
ლევან მუხბე და ჩემო რძალო. ჩემო შეზრდილო ძმაო, ჩემო სისხლო და ხორცო..ერთი წიგნით.. ერთი მერხით.. სულ ერთად, ერთნაირად ვიცვამდით, ლუკმას ვიყოფდით ერთნაირად ვსწავლობდით.. პატარა უღელი ხარები ასე გვეძახდნენ ხოლმე…ჭრილბაზე მდუღარე გადამასხა სამყარომ.ღმერთო ცხოვრების წიგნიდან იმდენი ფურცელია ამომაგლიჯე სამყარომ შინარსი დაკარგა და ვღარავგძნობ
გასკდა გული! მზეო, ლევაან , არმჯერა, რომ თქვენზე ამას ვწერ! ჯერ კიდევ სიზმარი მგონია ეს ყველაფერი , ჩემთვის ხომ ერთ-ერთი საიმედო ადამიანები იყავით , თქვენი ჩემდამი გამოჩენილი ყურადღება, განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს არასდროს დამავიწყდება. გული მისკდება თქვენი საცოდაობით! უფალმა ინებოს, ჩვენი მზეო რომ დაგვიბრუნდეს, ჩემი ტკბილი გოგო, ჩემო გოგო როდის უნდა დამირეკო, როდის უნდა მითხრა ისევ მემულში მივდივარ წავიდეთო, არმჯერა არაა, რომ აღარ ხართ! – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.