“ნუთუ თავისუფალი სამყარო მართლაც იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად?,” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ეხმიანება.
მიჰკელსონის თქმით, ავტორიტარული რეჟიმები მხოლოდ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოიპოვებენ შეტევის გასაგრძელებლად.
ნუთუ თავისუფალი სამყარო მართლაც იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ამ პატარა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში, დიქტატურის დამყარებაში წინააღმდეგობის გაწევაში? ავტორიტარული რეჟიმები და მათი მსახური „სასარგებლო იდიოტები“ მხოლოდ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოიპოვებენ შეტევის გასაგრძელებლად,” – წერს მიჰკელსონი.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
გუშინ კი, 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.