ქუთაისში არსებული ნოჩბოსნობის სკოლის ისტორია ქართველი სპორტსმენის კონსტანტინე ლიპარტელიანის სახელს უკავშირდება. სკოლა ქუთაისში თითქმის 150 წელია ფუნქციონირებს. ის საქართველოში ერთადერთია, სადაც კანოე–კაიაკისა და აკადემურ ნიჩბოსნობასთან ერთად, ჯომარდის სახეობაც არსებობს. ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლას ყოფილი ნოჩბოსანი ზურაბ დათიაშვილი ხელმძღვანელობს. მეგატივთან საუბარში ბატონი ზურაბი იმ პერიოდს იხსენებს, ჯომარდობა ახალი შემოსული რომ იყო და ჯერ საჯომარდო ნავებიც არ ჰქონდათ.
როგორც ზურაბ დათიაშვილი ამბობს, სკოლას თავისი არსებობის მანძილზე საკმაოდ დიდი მიღწევები აქვს როგორც ეროვნულ ჩემპიონატებზე, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებზე. სულ ახლახანს ქუთაისელმა სპორტსმენებმა აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე სამი ეტაპი მოიგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების წევრების უმეტესობა ქუთაისიდანააა.
ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლა მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ექვემდებარება. ამჟამად სკოლაში 80 მოსწავლე ირიცხება. ვარჯიშობს ყველა ასაკის ადამიანი, მათ შორის არიან გოგონებიც.
მომავალი წლიდან სკოლის ბაზის რეაბილიტაცია იგეგმება, მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი და ნავების სათავსო. ნიჩბოსნობის სკოლას სპორტის კიდევ ერთი სახეობა სერფინგიც დაემატა. ამდენად წყლის, ბუნების და ექსტრემის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაში არსებულ სკოლას ესტუმრონ და დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
უკრაინას თუ მიატოვებ, შეთანხმებას ვერ მიაღწევ – დონალდ ტრამპი
უკრაინას თუ მიატოვებ, შეთანხმებას ვერ მიაღწევ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. „უკრაინას თუ მიატოვებ,...