ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია.
„ნიუ- იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი covid 19 დიაგნოზით ნიუ- იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ- იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“,- აცხადებენ უწებაში.