ნიუ-იორკის რეგიონში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ცენტრი ნიუ-ჯერსი, ქალაქი ლებანი იყო.
შტატის სამაშველო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობები ნგრევის, ან დაზიანების შესახებ.
ადგილობრივები იტყობინებიან, რომ ბიძგები მეზობელ შტატებში, კონექტიკუტში და მასაჩუსეტშიც იგრძნობოდა. ბიძგების შესახებ იტყობინებოდნენ ბოსტონსა და ფილადელფიაშიც.










