ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში, მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 26 ივლისს, გვიან ღამით მოხდა.
მაღაზია ხანჩალის ადგილობრივ მკვიდრს აივაზ ელოიანს ეკუთვნის. მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით, 330 ლარი და ნისიების რვეული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში - ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,...









