ოზურგეთში ავტოკატასტროფას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. . გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ცეცხლაძე იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე (ყოფილი წულუკიძის) მოტოციკლით გადადგილებისას, ბოძს შეასკდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა , მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. „ყველანაირი ღონისძიების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”- თქვეს კლინიკა “მედალფაში”.
არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს თავისუფლები არიან
არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. „ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, –...