შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული აქციები ნიდერლანდებში შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 190 ადამიანი დააკავეს.
სამართალდამცველებმა საპროტესტო მსვლელობა ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ სხეულის მცირე დაზიანება მიიღო.
მიტინგში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მომიტინგეები ხელისუფლების ეპიდემიოლოგიურ გეგმას აპროტესტებენ და მთავრობას კორონა ვირუსის გამო დაწესებული ზომების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებენ.
მკაცრ საკარანტინო ზომებს აპროტესტებენ საფრანგეთშიც. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად დათმობაზე წასვლას არ აპირებს მთავრობა და უახლოეს დღეებში ახალი საყოველთაო „ლოქდაუნის“ გამოცხადებას აანონსებს.