ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.
ღამის პირველი საათი და 46 წუთი – სოფელ ნერგეეთში დრო სწორედ ამ წამიდან გაჩერდა. შუაღამით მოვარდნილმა მეწყერმა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი იმსხვერპლა.
7 თებერვლის ღამეს სტიქიის ზონაში მოვლენები სწრაფად და ტრაგიკულად განვითარდა. მიწა მთის ფერდობზე, 30 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და დაახლოებით 150 000 კუბური მეტრის მოცულობის ნაშალმა მასამ 4 სახლი მოიყოლა.
ბაღდათის ამ სოფელში, რომ ცხოვრება საშიში იყო ეს სახელმწიფომ იცოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტენში წერია, რომ 2023 წლისთვის ბაღდათის სოფლებში მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. პოტენციურ სტიქიის ზონად კი სოფელი ნერგეეთიცაა დასახელებული.
კითხვები ბევრია, პასუხები კი არცერთი. ფაქტია რომ პრევენციისთვის არაფერი მოიმოქმედეს და არც ადგილობრივები გააფრთხილეს რომ სოფელი “წითელ ზონაში“ ექცეოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია იმერეთის რეგიონის კიდევ 6 სოფელში: ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, შუბანი და ზეგანი.
„ჩემო თვალებციმციმა გოგო…” – ბაღდათში გარდაცვლილი მეორე ადამიანის ვინაობა ცნობილია