“დღეს ვარკეთილში საღამოს პერიოდში ჯავახეთის ქუჩაზე საშინელი ავარია მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კაცს დაეჯახა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო. კაცი დაიღუპა.
ამ და ასეთ თემებზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ ფაქტი მხოლოდ ერთია- ნელნელა ვიხოცებით ვიღაცების “გაზაობის” და ახირებების გამო. ეს “ვიღაცები” კი საკმაოდ ბევრნი არიან რომ ყველა ჩვენგანს სათითაოდ მისწვდნენ.
2 კვირის წინ ლილოში მსგავსი “ვიღაც” 14 წლის გოგონას დაეჯახა, ადგილზე მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
არ ვიცი რატომ მაგრამ ასეთი ამბების მიმართ თევზივით მოკლე მეხსიერება გვაქვს და მალე ვივიწყებთ, ვფიქრობთ “აცხონოს უფალმა” ფეისბუქში ამოსულ პოსტზე რამდენიმე გულსა და ვარდს მივაყრით და დანანებით მაქსიმუმ 1 დღე თუ ვატივტივებთ ჩვენი გონების ფსკერზე, მალევე გვავიწყდება სანამ მსგავსი მოვლენა ისევ არ აგვიწრიალებს ჩვენს მანუგეშებელ სიტყვათა მარაგს. ჩვენ ვიცით როგორ მივუსამძიმროთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რას გრძნობენ მათი ჭირისუფლები.”-წერემ სოც ქსელში.