ნევროლოგ ოთარ თოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე დღემდე შენარჩუნებული აქვს.
მისივე თქმით, სწორ ხაზზე სიარული უჭირს.
“ზოგადი სისუსტე, ადვილი განლევადობა, დაღლილობა და არასტაბილურობა მას დღემდე შენარჩუნებული აქვს.
მკვეთრი ნერვული დეფიციტი რჩება, ძირითადად გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში. მას უჭირს სწორ ხაზზე სიარული.
აქვს სხვადასხვა პათოლოგიური ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ გარკვეულ დაზიანებას ტვინის სტრუქტურებში.
მედიკამენტების საკითხს სახელმწიფო კომისია წყვეტს. მზადდება საექსპერტო დასკვნა და არის ძალიან ვრცელი და დიდი. დასამუშავებლად სავარაუდოდ ორი-სამი დღე დარჩა”,- განაცხადა ოთარ თოიძემ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.










