ქალაქი ნეაპოლი ნანატრი ჩემპიონობისთვის ემზადება.
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” Serie A-ს, 29 ტურის შემდეგ, მეორე ადგილოსან “ლაციოსთან” 16 ქულიანი სხვაობით ლიდერობს.
ნეაპოლიტანური კლუბი ბოლოს ჩემპიონი 33 წლის წინ, 1990 წელს გახდა, როცა იქ ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.