არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სტიქიის ადგილზე გარდაცვლილთა შორის, რომელთა ცხედრები დილას მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დედა-შვილი არიან. ამის შესახებ ადგილობრივებმა AMBEBI.GE-ს განუცხადეს.
“როგორც ვიცით ნაპოვნია ახალგაზრდა გოგონა დედასთან ერთად და კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონი’ – ამბობენ ადგილობრივები.
ამ დროისთვის ეძებენ კიდე 6 ადამიანს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი.