გასულ წელს ლეგენდარული მოდელი, ნაომი კემპბელი, 50 წლის ასაკში დედა პირველად გახდა. მას შემდეგ მსოფლიო მედია აქტიურად ცდილობს გაარკვიოს ვინ არის ბავშვის მამა, თუმცა უშედეგოდ, ამის შესახებ ნაომი არ საუბრობს. სულ ცოტა ხნის წინ 51 წლის ლამაზმანი მამაკაცთან მრავალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის და ნაქსონ მირმანი მაშინ გადაიღეს, როდესაც ლოს-ანჯელესში პრესტიჟულ ბარს, Harry’s Bar გვიან ღამე ტოვებდნენ. წყვილი მანქანით ერთად გაემართა.
კემპბელს „ალაიას“ თეთრი მოსაცმელი და „ნაიკის“ სპორტული ფეხსაცმელი ამშვენებდა.
ფოტოების გავრცელებისთანავე ინტერნეტსივრცეში უამრავი მოსაზრება გაჟღერდა.
„ნაომის ბავშვის მამა?“, „არაჩვეულებრივი წყვილია“, „როგორც იქნა გამოაჩინა“ – წერენ კომენტარებში.